გერმანიის კანცლერის განცხადებით, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) მიერ წარმოდგენილი "რემიგრაციის" გეგმები ეთნიკური წმენდის ტოლფასია. ფრიდრიხ მერცის თქმით, მსგავსი მიდგომა გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს.
როგორც POLITICO წერს, ეს კანცლერის ყველაზე მწვავე თავდასხმაა მზარდი პოპულარობის მქონე AfD-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ არჩევნებში მძიმე მარცხი განიცადა, იუწყება.
"რემიგრაცია" სხვა არაფერია, თუ არა წარმოშობისა და კანის ფერის საფუძველზე ეთნიკური წმენდის სინონიმი... კვალიფიციური ხელოსნებიდან ყოველ მეექვსეს უცხო ქვეყნის პასპორტი აქვს. თუ იმ ადამიანებს, ვინც გერმანიაში მუშაობს, კვლავ მოუწევთ ქვეყნის დატოვება იმის გამო, რომ თქვენ "რემიგრაციას" უჭერთ მხარს, მაშინ გერმანიაში ხელოსნობის სფერო ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს. ვერცერთი მოხუცთა თავშესაფარი ვერ იფუნქციონირებს, ვერცერთი საავადმყოფო გააგრძელებს მუშაობას გერმანიაში და ვერცერთი რესტორანი შეინარჩუნებს თავის ბიზნესს. სწორედ ეს იქნება თქვენი საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგი", - აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში AfD-მა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.