09 სექტემბერი 2026,   14:15
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაცია ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გაავრცელა. 

მისი თქმით, საუბარი კონსტრუქციული და გულახდილი იყო, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. მხარეებმა სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვსა და კიევში ვიზიტები განიხილეს.

რუსეთში ამერიკელი მომლაპარაკებლების ვიზიტის შედეგები კრემლში დადებითად შეაფასეს და დაადასტურეს, რომ ამ არხით მუშაობა გაგრძელდება.

უშაკოვის თქმით, ტრამპი დაინტერესებულია, რომ საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში უკრაინაში ომის დარეგულირებაში გარღვევას მიაღწიოს.

ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასრულება რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების სრული აღდგენის პირობად დაასახელა და აღნიშნა, რომ ამას ორივე მხარისთვის უზარმაზარი სარგებლის მოტანა შეუძლია.

პუტინმა დადებითად შეაფასა აშშ-ის, როგორც შუამავლის, ძალისხმევა და აღნიშნა, რომ რუსეთს "აზრადაც არ აქვს რაიმე აგრესიული გეგმების განხორციელება ევროპის მისამართით".

უშაკოვის თქმით, მთლიანობაში "საუბარმა პოზიტიურად ჩაიარა“.

დღის ამბები