09 სექტემბერი 2026,   00:18
ვრცლად
ავტორიტეტული კვლევის შედეგად დასტურდება, რომ საქართველოს ბიუჯეტი მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს მოსახლეობას - მიხეილ სარჯველაძე

განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ხარჯ-ეფექტიანობის რეიტინგს აქვეყნებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია საკუთარი რესურსები მოსახლეობას მოახმაროს.

"ავტორიტეტული კვლევის შედეგად დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა, მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები საკუთარ მოსახლეობას მოახმაროს.

ეს ხმარდება, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის საჭიროებებს, რომელიც აქვს მოსახლეობას და სწორედ ამ ინდიკატორზეა მორგებული ეს კვლევაც.

ეს არის მორიგი არა უბრალოდ აღიარება, არამედ დასტური იმისა, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება სახელმწიფო და ბუნებრივია, რომ ამავე მიმართულებით უნდა გაგრძელდეს პროცესები, ვინაიდან გეზი, რომელიც არჩეული აქვს სახელმწიფოს, არის ერთმნიშვნელოვნად მართებული,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები