11 სექტემბერი 2026,   07:12
ვრცლად
მესტიამ ბიოტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, მესტიამ ბიოტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლა.

ბანაკი სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მასში 100 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

ექვსი დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეები ეცნობოდნენ ბიოტექნოლოგიების თანამედროვე მიმართულებებს, საერთაშორისო ტენდენციებსა და მათ გამოყენებას სხვადასხვა სფეროში. პროგრამა მოიცავდა ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს პროგრამირების, ბიოტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების შესახებ, ასევე ექსპერიმენტებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

ბანაკის მონაწილეები დაეუფლნენ სამეწარმეო და ინოვაციურ აზროვნებასთან დაკავშირებული უნარების განვითარებას, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის სპეციფიკას და იმუშავეს რეალურ პრობლემებზე, განავითარეს იდეები და შექმნეს პროტოტიპები, რომლებიც ბანაკის დასასრულს წარმოდგენილი იყო გამოფენის ფორმატში.

პროექტი ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრმა განახორციელა.

დღის ამბები