ზაზა შათირიშვილის პოზიციას იზიარებენ "ქართულ ოცნებაშიც." მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია მორიგი კონსპირაციებით ცდილობს ფაქტების დამახინჯებას, თუმცა, რეალური არგუმენტების არარსებობის გამო, მათი პოლიტიკური სპეკულაციები კვლავ უშედეგოა.
"ნებისმიერი მათი მცდელობა, ის, რომ ამხილონ და გააშიშვლონ თითქოს ხელისუფლება, არის ფუჭი. ამ კონკრეტულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, ახლა რამდენი ხანი გავიდა ხომ? - სამართლებრივად დაუდგინდა ბრალი ბაჩიაშვილს და ახლა გაქცეულს ფიქრობენ, რომ რაღაცები შეიძლება თქვას ბატონ ბიძინაზე.
დავინახეთ, რაც თქვა ბოლო წლის განმავლობაში ბაჩიაშვილმა. ამის შემდეგ მეტს ვერაფერს ვერ იტყვის ის და არც აქვს სათქმელი. დამერწმუნეთ, რომ ბაჩიაშვილს რაიმე სათქმელი რომ ჰქონოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, აუცილებლად იტყოდა და არ დააყოვნებდა. ახლა, ზოგადად, ჩვენი ეს მიცვალებული ოპოზიციაც ცდილობს მაქსიმალურად გოცირიძეები იქნება თუ სხვა, რომ აი, ხელმოსაკიდი ჰქონდეთ, რომ აი, ვინმე, ნებისმიერი ჩვენგან გადაბარგებული მოღალატედ, ჩვენგან გაქცეული, ასევე, იყო გახარიაზეც და ნებისმიერსაც ეს ხავსს ეკიდებოდნენ, ცდილობენ, რომ რაღაცები ათქმევინონ იგივე ბიძინა ივანიშვილზე, ჩვენს ხელისუფლებაზე, მაგრამ დამერწმუნეთ ბაჩიაშვილს არაფერი... ბაჩიაშვილს კი არა, არავის არაფერი არ აქვს ბიძინა ივანიშვილზე სათქმელი.
ამ ადამიანმა რა განსაკუთრებული გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და რაც ზოგადად რაც დღემდე მოვედით ჩვენ და ის, რომ მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში და ქვეყანა წინ მიდის და არ უკან, როგორც უკრაინა, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომან გოცირიძისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შტატებში ვილის 51-ნახევარ მილიონ დოლარად გაყიდვასთან დაკავშირებით, რომლებმაც ფაქტი ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირეს. შათირიშვილი რომან გოცირიძის ნააზრევს "პროპაგანდისტულ გზავნილად" აფასებს და აცხადებს, რომ გოცირიძე ცდილობს მისი მცირეოდენი მკითხველისთვის ფაქტად წარმოაჩინოს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ უკანონოდ იქცეოდა. შათირიშვილი, ასევე, აღნიშნავს, რომ რომან გოცირიძის მხრიდან იმისი მოლოდინი, რომ გიორგი ბაჩიაშვილი "ალაპარაკდება" ფუჭია, რამდენადაც მას ამისი საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა, მაგრამ "მყვირალა" განცხადებების მეტი არაფერი უკეთებია. შათირიშვილის შეფასებით, ქართულ ოპოზიციას კვლავ ერთ წრეზე სიარულის გაგრძელება მოუწევს, თუ "ღია კარის მტვრევას" არ შეეშვება და გარე ძალების იმედად ყოფნას თავს არ დაანებებს".