დამანგრეველი სტიქია ნეპალში და ზარალი, რომელიც 5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა - სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა, დაკარგულად ითვლება 3 000-ზე მეტი ადამიანი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და პარტნიორი ქვეყნები ნეპალისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მოცულობას ზრდიან. ადგილობრივებისთვის საკვები და სამედიცინო მარაგები ჩააქვთ, როგორც ადგილზე, ისე დედაქალაქში გახსნილ თავშესაფარში.
ნეპალში ძლიერი წყალდიდობა და მეწყერი 26 აგვისტოს განვითარდა. მთებიდან წამოსულმა ღვარცოფმა სახლები, ავტომობილები, ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები გაანადგურა.