31 ივლისი 2026,   21:49
ვრცლად
კანონები ისედაც არსებობს, მაგრამ ამ კანონების სისტემატიზაცია, რაღაც ფორმის მიცემა, საინტერესო და მნიშვნელოვანია - მამუკა არეშიძე საინიციატივო ჯგუფის წინადადებაზე

საინიციატივო ჯგუფის წინადადებას, ქვეყნის იდენტობის დასაცავად შეიქმნას ახალი სამართლებრივი მექანიზმები, ისტორიკოსები და იურისტებიც განიხილავენ.

მათი შეფასებით, ეკლესიის, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ბაზის შექმნა სწორი ნაბიჯია, თუმცა ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო ნორმებს და კანონმდებლობას.

ექსპერტები, ამ მხრივ, არსებულ საერთაშორისო პრაქტიკასა და მოქმედ კანონმდებლობაზე საუბრობენ.

ისტორიკოსი, სიმონ მასხარაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული სწავლების პროგრამა შესაცვლელია.

"შესაცვლელია ქართული სწავლების პროგრამები. როცა გაზრდი ბავშვს დუმბაძეზე, მარაბდაზე, მარტყოფზე, ხრესილზე, მაშინ მთელი ერი, მთელი თაობა იქნება ჩვენი ღირებულების ბუნებრივად დამცველი," - განაცხადა სიმონ მასხარაშვილმა.

კონფლიქტოლოგის, ექსპერტის კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის განცხადებით, ბავშვის გაზრდის შესაბამის მეთოდოლოგიაზე მუშაობაც მნიშვნელოვანია.

"კანონები ისედაც არსებობს, მაგრამ ამ კანონების სისტემატიზაცია, რაღაც ფორმის მიცემა, საინტერესო და მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, მსოფლიო გამოცდილების გამოყენება.

შემიძლია, იაპონიის მაგალითი მოვიყვანო. გარდა იმისა, რომ არსებობს კანონი, მითითებები, გარკვეული შეზღუდვები და ა.შ. არის ბავშვების გაზრდის შესაბამისი მეთოდოლოგია.

ეს ფასეულობები მისთვის არის არა მხოლოდ ფიზიკური მეხსიერების ნაწილი, არამედ სულიერების ნაწილი ხდება," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

დღის ამბები