31 ივლისი 2026,   21:13
ვრცლად
ყაზბეგის გამზირზე რეაბილიტირებული სივრცე დედაქალაქის მერმა დაათვალიერა

დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე რეაბილიტირებული სივრცე დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, წიგნის ვიზუალის სკამები. მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია აღიჭურვა უსაფრთხოების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით.

სივრცე გამწვანდა და დაირგო , ზეთისხილის ხე, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად განთავსდა დაფა, სადაც ამოტვიფრულია მისივე სიტყვები.

რეაბილიტირებული სივრცე დაუკავშირდა ე.წ. პრაღის სკვერს, სადაც სრულად შეიცვალა საპარკო ინვენტარი და ბავშვთა გასართობი სივრცე. პროექტის სრული ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.

დღის ამბები