განათლების მინისტრის მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.
განიხილეს პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და სარკინიგზო პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივები.
საუბარი შეეხო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფას, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.