29 ივლისი 2026,   23:31
ვრცლად
ზვიად შალამბერიძე ჯო უილსონზე: როცა სჭირდებათ, მაშინ გამოაგორებენ ხოლმე - მეცოდება ოპოზიცია, რომელსაც დღეს ერთადერთ მოსაჭიდებლად უილსონი დარჩა

მმართველი გუნდი ჯო უილსონის მორიგ განცხადებას ეხმაურება. ამერიკელმა კონგრესმენმა დაწერა, რომ "ქართული ოცნება" სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს და მათ წინააღმდეგ ახალი კანონპროექტის წარდგენა დააანონსა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ ჯო უილსონი კავშირშია ოპოზიციასთან და ამერიკელი კონგრესმენი მათი ერთადერთი დასაყრდენია.

"საინტერესო ფაქტი იყო ამ კონგრესმენის გამოგორება ისევ, რადგან ჩვენ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ კანონი, რომელსაც ის დღეს აპროტესტებს - მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ ამერიკის საელჩოს განცხადება. მანამდე, მას უბრალოდ სიმამაცე არ ეყო, ან ინფორმაცია არ ჰქონდა და როგორც კი ვნახეთ, რომ ამერიკის საელჩომ გუშინ განცხადება გააკეთა, მაშინვე გამოჩნდა ეს ხავსმოკიდებული პოლიტიკოსი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის რაიმე კანონპროექტს ამზადებს, ეს კანონპროექტი გამზადდება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელსაც წარმოადგენენ კანდელაკები და ძმანი თუ დანი მისნი და გაიგზავნება მასთან. ის, როგორც აქამდე, უბრალოდ წაიკითხავს ან წარადგენს ქვედა პალატაში იქნება თუ სადაც იქნება. ასე რომ, ეს ადამიანი როცა სჭირდებათ ხოლმე, მაშინ გამოაგორებენ. მეცოდება ოპოზიცია, რომ ერთადერთი მოსაჭიდებელი დღევანდელ დღეს, მათთვის არის ჯო უილსონი," - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

დღის ამბები