27 ივლისი 2026,   05:45
ვრცლად
"ვერაგობა და სიყვარული" - ბათუმის თეატრში შილერის უკვდავი პიესა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა

"ვერაგობა და სიყვარული" - ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე პრემიერა გაიმართა. გერმანელი პოეტის, დრამატურგისა და მოაზროვნის, ფრიდრიხ შილერის უკვდავი პიესა ბათუმელი მაყურებლის წინაშე რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ გააცოცხლა.

სპექტაკლში არისტოკრატი ახალგაზრდა მამაკაცის, ფერდინანდისა და შედარებით დაბალი წრის წარმომადგენლის, ლუიზას ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაა ასახული.

ბათუმის დრამატულმა თეატრმა მიმდინარე სეზონზე სულ 8 საპრემიერო ჩვენება გამართა.

დღის ამბები