26 ივლისი 2026,   15:12
ვრცლად
ოქროს ტბაზე ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს

ოქროს ტბაზე ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს. ღონისძიება მალთაყვის ტერიტორიაზე დღეს საზეიმოდ დაიხურება.

ფინალური შეჯიბრების შემდეგ გამარჯვებულებს გამოავლენენ. მასშტაბურ სპორტულ ტურნირში 20-ზე მეტი ქვეყნის 120-მდე საუკეთესო, მათ შორის, 3 ფოთელი ათლეტი ასპარეზობს.

სლალომი, ფიგურები და ტრამპლინიდან ხტომა - სპორტსმენები ერთმანეთს ამ სამ ძირითად მიმართულებაში ეჯიბრებიან.

დღის ამბები