26 ივლისი 2026,   15:12
ვრცლად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის უსასყიდლო ტრენინგებს აგრძელებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის უსასყიდლო ტრენინგებს განაგრძობს. სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი ამჯერად სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა გამართა.

პილკინგტონს 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროში. მუშაობდა წამყვან საერთაშორისო კომპანიებსა და სასტუმრო ბრენდებში - ავსტრალიაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში. ხელმძღვანელობდა გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, მარკეტინგისა და ოპერაციული მართვის მიმართულებებს.

დღის ამბები