ბერლინში ყოველწლიური ლგბტ პრაიდი გაუქმდა. ღონისძიება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ხალხის ჯგუფში ავტომობილი შევარდა. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
ბერლინის პოლიციის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე "მასშტაბური ოპერაცია" მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, სამართალდამცავები მოქალაქეებს ტიერგარტენის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.