26 ივლისი 2026,   02:03
ვრცლად
20 ქვეყნის თითქმის 100 სპორტსმენი, შეჯიბრება სხვადასხვა დისციპლინაში და თანამედროვე ინფრასტრუქტურა - ოქროს ტბა წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ჩემპიონატს მასპინძლობს

ოქროს ტბაზე ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიაში თავდაცვის ძალების ავიაცია მონაწილეობდა. შვეულმფრენებმა საქართველოს სახელმწიფო დროშით გადაიფრინეს და, მცურავ საშუალებებთან ერთად, მანევრი შეასრულეს.

20 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი, შეჯიბრება სხვადასხვა დისციპლინაში და თანამედროვე ინფრასტრუქტურა - წყალსათხილამურო სპორტის მთავარი ეპიცენტრი ახლა ფოთია.

სლალომი, ფიგურული სრიალი და ტრამპლინიდან ხტომა - შეჯიბრებები წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად დისციპლინაში იმართება. გამარჯვებულები 26 ივლისს გამოვლინდებიან.

ქალაქ ფოთს წყალსათხილამურო სპორტთან განსაკუთრებული ისტორიული კავშირი აქვს. 1991 წელს სწორედ აქ გაიმართა საქართველოში პირველი ევროპის ჩემპიონატი, ხოლო წელს ამ ისტორიული მოვლენის 35 წლის იუბილე აღინიშნება.

ქალაქის ხელსაყრელი კლიმატური პირობები, სპეციალურად მოწყობილი სპორტული ტბა და ქართველი სპეციალისტების მრავალწლიანი გამოცდილება - სწორედ ამ და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, ფოთი მასშტაბურ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს.

დღის ამბები