25 ივლისი 2026,   13:55
ვრცლად
"დღეის მდგომარეობით, ორივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს, სავარაუდოდ, დღეს საღამოს ან ხვალ დილით გაეწერებიან ბინაზე" - "ჰელსიკორის" აღმასრულებელი დირექტორი

ვერაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილი 2 ახალგაზრდა ამ დრომდე კლინიკაში რჩება მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებენ. ექიმი ამბობს, რომ ორივე პირის მდგომარეობა ახლა სტაბილურია, ისინი თავს კარგად გრძნობენ და დღეს ან ხვალ ბინაზე გაეწერებიან.

"დღეის მდგომარეობით, ორივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს. მოგეხსენებათ, გააქტიურებულები არიან. სავარაუდოდ, დღეს საღამოს ან ხვალ დილით პაციენტები გაეწერებიან ბინაზე. გაწერის შემდგომ დასჭირდებათ რეაბილიტაცია. რაც მთავარია, წარმატებით არის ოპერაციები გაკეთებული ორივე პაციენტთან დაკავშირებით,“ - აცხადებს "ჰელსიკორის" აღმასრულებელი დირექტორი, შმაგი ჭიოკაძე.

 

 

დღის ამბები