24 ივლისი 2026,   23:43
ვრცლად
გოდერძის ახალგაზრდული ბანაკი 2026  რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების  მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ, დასრულდა 

გოდერძის ახალგაზრდული ბანაკი 2026, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ, დასრულდა. 

ბანაკი 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მონაწილეებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობდა. ბანაკის მონაწილეები ჩაერთნენ საგანმანათლებლო ტრენინგებში, სპორტულ, ინტელექტუალურ და გასართობ აქტივობებში, რაც მათთვის ცოდნის გაღრმავებისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა გახდა.

2026 წლის ბანაკის მთავარი თემა იყო "ხელოვნური ინტელექტი - XXI საუკუნის მთავარი შესაძლებლობა“, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს, მის შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ გამოყენებას.

ბანაკის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

დღის ამბები