თბილისი და ქუთაისი - სიძულვილის ენის საქმეებზე სასამართლო პროცესები დღეს ორ ქალაქში ჩატარდა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გიორგი ახობაძეს 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენების საფუძველი კი ის გახდა, რომ ახობაძემ კანონი არაერთხელ დაარღვია და მოსამართლის გადაწყვეტილების მიუხედავად, დაკისრებული ჯარიმა არ გადაიხადა.
ოპოზიციის აქტივისტმა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი კობახიძეს, ლევან მახაშვილსა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს.
დღესვე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორი საქმე განიხილა. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს გიორგი ცაგარეიშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი კირცხალიას. გიორგი გაჩეჩილაძის შეურაცხყოფისთვის კი კანონდამრღვევად იქნა ცნობილი დავით გეგუჩაძე, მას 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.