24 ივლისი 2026,   09:13
ვრცლად
ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელ პირს, სავარაუდოდ, დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელ პირს, სავარაუდოდ, დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ოქრიაშვილზე თავდასხმა მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. თავდასხმიდან მალევე, ოქრიაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში თავადვე მივიდა, გამოკვლევების შემდეგ კი კლინიკა დატოვა. მოგვიანებით, ის პოლიციამ გამოკითხა.

საკუთარი სურვილით გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში თავდამსხმელიც, ნიკო ხურცილავამ დანაშაული აღიარა. დაკავებულის ადვოკატი განმარტავს, რომ თავდასხმის მოტივი ოქრიაშვილის მიერ ნოდარ დუმბაძის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება გახდა. ნიკო ხურცილავამ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან წერილიც გამოაგზავნა. ის განმარტავს, რომ ძალადობის მომხრე არ არის და არც არასდროს ყოფილა, თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ კი, კოორდინირებულმა მოქმედებამ ქართული კულტურის, ისტორიის და ეკლესიის წინააღმდეგ, მისი მხრიდან ის რეაქცია გამოიწვია, რაც საზოგადოებამ იხილა.

"აგრძელებს თანამშრომლობას გამოძიებასთან და ჩადენილ ქმედებასაც ბოლომდე აღწერს," - აღნიშნა დაკავებულის ადვოკატმა, შოთა მირველაშვილმა.

დღის ამბები