24 ივლისი 2026,   09:02
ვრცლად
ვერაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილი 2 ახალგაზრდა ამ დრომდე კლინიკაში რჩება

ვერაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილი 2 ახალგაზრდა ამ დრომდე კლინიკაში რჩება. კლინიკა "ჰელსიკორში" მათ უკვე ჩაუტარდათ საჭირო სამედიცინო პროცედურები და გამოკვლევები.

ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, სროლა იყო შანიძის ქუჩაზე, რა დროსაც დაიჭრა 4 ადამიანი, მათგან 2 არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ცეცხლნასროლი ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილისთვის - ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დღის ამბები