24 ივლისი 2026,   02:08
ვრცლად
ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ავტომატურად შეჩერდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურების ფუნქციონირება - GWP 

ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ავტომატურად შეჩერდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურების ფუნქციონირება - ინფორმაციას GWP-ი ავრცელებს. 

"გაცნობებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ავტომატურად შეჩერდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რის გამოც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა შეეზღუდოს ან დაბალი წნევით მიეწოდოს წყალი.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, წყალმომარაგება სრულად აღდგება ჯივიპის სატუმბო სადგურებზე ელექტროენერგიის მიწოდებისთანავე,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები