24 ივლისი 2026,   02:28
ვრცლად
ზაფხულში კვებითი ინტოქსიკაციის რისკი იზრდება - ვისთვის არის განსაკუთრებით საშიში და როდის უნდა მივმართოთ ექიმს

წყლითა და საკვებით გადამდები დაავადებების შემთხვევები ზაფხულთან ერთად იმატებს. კლინიკებში მიმართვიანობა განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოში იზრდება. მედიკოსები ინტოქსიკაციის დამახასიათებელ სიმპტომებზე საუბრობენ და კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემენ.

ნაწლავური ინფექციების რისკი განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვებში. რისკ ჯგუფებში შედიან ფეხმძიმეები და 65 წელს გადაცილებული პირები.

დაავადების გავრცელებას ხელს კურორტებისა და კვების ობიექტების გადატვირთულობაც უწყობს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, მთავარ რეკომენდაციად - ჰიგიენური ნორმების დაცვა და საკვები პროდუქტების მიღებამდე, მათი ვარგისიანობის შემოწმება სახელდება.

კვებითი ინტოქსიკაციით კლინიკებში მიმართვიანობა ყოველ წელს ფიქსირდება. ექიმები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სიმპტომების გამოვლენისას პაციენტმა, თვითმკურნალობის ნაცვლად, სამედიცინო დაწესებულებას მაქსიმალურად მოკლე დროში მიმართოს.

დღის ამბები