23 ივლისი 2026,   23:52
ვრცლად
მთავრობის პოლიტიკის წყალობით, საქართველო მსხვილ ბიზნესჰაბად ყალიბდება - Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საქართველოში ვიზიტის შთაბეჭდილებებს აზიარებს

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საქართველოში ვიზიტის შთაბეჭდილებებს საკუთარ არხზე აზიარებს და აცხადებს, რომ ქვეყანა, კულტურასა და ტურიზმთან ერთად, მთავრობის ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკის წყალობით მსხვილ ბიზნეს ჰაბად ყალიბდება.

დუროვი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებზე და აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებას ძალიან მალე გეგმავს.

"საქართველომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ქვეყანა ცნობილია თბილი ხალხით, უძველესი კულტურით, ადგილობრივი სამზარეულოთი და ეპიკური პეიზაჟებით.

მაგრამ საქმე ამით არ მთავრდება.

ბიზნესისთვის მთავრობის ხელსაყრელი პოლიტიკის წყალობით, საქართველო მთავარ ბიზნეს ცენტრად იქცევა.

ქვეყნის ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და კვლავ იზრდება წელიწადში 8%-ით.

საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები იხდიან 0%-იან კორპორატიულ გადასახადს და მხოლოდ 5%-ს დივიდენდებსა და ხელფასებზე.

საქართველო, როგორც სამოგზაურო და ბიზნესის კეთებისთვის განკუთვნილი ადგილი, სერიოზულად დაუფასებელია.

ძალიან მალე დავბრუნდები!"- წერს პაველ დუროვი Telegram-ის საკუთარ არხზე.

დღის ამბები