გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა კაპანაძე პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი სიორიძის ბავშვობის მეგობარი და მეჯვარეა, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, კაპანაძე ლელოს აქტივისტიც იყო.
"კურიერი" ინფორმაციის გადამოწმებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა გიორგი სიორიძესთან, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ტექსტური შეტყობინებით კი განმარტებებისთვის მხოლოდ პირდაპირი ეთერი მოითხოვა.
პარალელურად კი ის ოპოზიციური მედიის სტუმარი იყო, სადაც არაფერი უთქვამს ნიკა კაპანაძესთან კავშირზე და მისი პარტიის აქტივისტობაც უარყო.