საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში დასრულდა. ბოლო შეხვედრა ირაკლი კობახიძემ სინგაპურის პარლამენტის სპიკერთან გამართა. ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებასა და სექტორული კავშირების გაღრმავებაზე. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე.
ირაკლი კობახიძეს უკვე უმასპინძლა სინგაპურის პრემიერმა და პრეზიდენტმა. გაიმართა შეხვედრები ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.