23 ივლისი 2026,   18:21
ვრცლად
Reuters: აშშ-ს სასამართლომ მადუროს საქმეზე პროცესის თარიღი ჩანიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ, ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის, სილია ფლორესის სასამართლო პროცესი 2027 წლის ივნისში ჩანიშნა, - ინფორმაციას REUTERS-ი ავრცელებს.

​მედიის ცნობით, მადუროს ადვოკატმა განაცხადა, რომ დაცვის მხარე საქმის შეწყვეტას შეეცდება, მათ შორის ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის, იმუნიტეტის საფუძველზე.

​შუამდგომლობების განხილვა 2026 წლის 17 ნოემბერს არის დაგეგმილი.

​მადურო სასამართლოს წინაშე პირველად 2026 წლის 5 იანვარს წარდგა.

დღის ამბები