23 ივლისი 2026,   10:03
ვრცლად
24 ივლისს, ქობულეთის ცენტრალურ პარკში "ზაფხულის ფესტივალი" ჩატარდება

ბათუმის შემდეგ "ზაფხულის ფესტივალს" ქობულეთი უმასპინძლებს. ღონისძიება 24 ივლისს, ქობულეთის ცენტრალურ პარკში ჩატარდება და დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი იქნება.

ფესტივალის ფარგლებში აქტივობები იქნება მთელი დღის განმავლობაში - დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალო სივრცე, განთავსებული იქნება კვების და მოსასვენებელი სივრცეები. დაგეგმილია საბავშვო აქტივობები პატარებისთვის და ფრანების შოუ ზღვის სანაპიროზე, საღამოს კი გალა კონცერტი დაასრულებს.

დღის ამბები