23 ივლისი 2026,   05:13
ვრცლად
დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ჰორმუზის სრუტეში გემს ესვრის, ირანის ხიდს ან ელექტროსადგურს გაანადგურებს - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ჰორმუზის სრუტეში გემს ესვრის, ირანის ხიდს ან ელექტროსადგურს გაანადგურებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც იემენში ირანის მოკავშირე ჰუსიტებმა მეორე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მარშრუტი დააზიანეს.

ირანის ერთობლივმა სამხედრო სარდლობამ კი განაცხადა, რომ თუ ტრამპის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მუქარა განხორციელდება, ირანის ძალები რეგიონულ ნავთობს, გაზს, ელექტროენერგიას და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას დაარტყამენ. 

ჩვენი თავდაცვის დოქტრინა ნათელია: თვალი თვალის წილ. ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია, მათ შორის ჩვენი ინფრასტრუქტურის მისამართით, ძლიერ და გადამწყვეტ პასუხს გამოიწვევს. ისინი, ვინც ასეთ აგრესიაში მონაწილეობენ, რა სახის მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეთ, ასევე ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლებიან," - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის თითქმის სრულმა ბლოკადამ, მთელ მსოფლიოში ინფლაცია გამოიწვია, ხოლო ჰუსიტების მხრიდან, რომლებიც ბაბ ელ-მანდების სრუტის მიმდებარე ტერიტორიებს აკონტროლებენ, გემებისთვის ახალმა საფრთხემ ნავთობის ფასები თითქმის ექვსკვირიან მაქსიმუმამდე აიყვანა. წერს Reuters-ი. 

დღის ამბები