აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ომში დაღუპული ოთხი ამერიკელი ჯარისკაცის გადმოსვენების სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრო. ის ოთხშაბათს დელავერის შტატში, დოვერის საჰაერო ბაზაზე გამართულ ღონისძიებას დაღუპულთა ოჯახის წევრებთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ შეუერთდა.
გადმოსვენების პროცესში, რაც სამხედრო მოსამსახურეების ნეშტების შეერთებულ შტატებში დაბრუნებას გულისხმობს, სპეციალური კაფსულები გამოიყენება, საიდანაც მათ საბოლოო განსასვენებელ ადგილას გადაასვენებენ.
დღეს ტრამპს ჰკითხეს, თუ რის თქმას გეგმავდა ის დაღუპულთა ოჯახებისთვის.
"ერთადერთი, რასაც ვეტყვი, არის: ჩვენ გვიყვარხართ თქვენ და გვიყვარს თქვენი შვილი. არანაირი თამაში, არაფერი ზედმეტი, ის მათი შვილია და ერთადერთი, რაც შეგიძლია გააკეთო, არის ის, რომ მთელი გულით მიჰყვე მათ ტკივილს," - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
დოვერის საჰაერო ბაზის ინფორმაციით, გადმოსვენების რიგითობა სამხედრო წოდებების მიხედვით განისაზღვრა. ამ კონფლიქტში სულ 18 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.