22 ივლისი 2026,   23:38
ვრცლად
ბათუმში კაცი დაჭრეს - დაწყებულია გამოძიება

ბათუმში კაცი დაჭრეს. სროლა ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაში იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლა საკონდიტრო ობიექტის წინ ნიღბიანმა პირმა განახორციელა, რომელიც ადგილზე მოპედით მივიდა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია 31 წლის კაცი. იგი სამედიცინო
დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მომდინარეობს. შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

დღის ამბები