22 ივლისი 2026,   21:55
ვრცლად
გამართლება არ აქვს და ვერც ექნება, მძიმე შეცდომა მგონია - ნიკა გვარამია "საერთაშორისო გამჭვირვალობას" აკრიტიკებს

პარტია "ახალის" ლიდერი, ნიკა გვარამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შყვანას "მძიმე შეცდომას" უწოდებს და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას გამართლება არ აქვს.

“ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და უდიდესი დაფასება მათ ღვაწლს, როგორც ჩვენი სამშობლოს ინტერესების უშიშარი და დაუზარელი მსახურებისთვის, ისე უამრავი მოქალაქისთვის გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის, პირადად ჩემთვისაც.

მაგრამ მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება. მძიმე შეცდომა მგონია და იმედი მაქვს, გამოსწორდება.” - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

დღის ამბები