24 ივლისი 2026,   01:05
ვრცლად
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უნდა იყოს ისე, როგორც შეეფერება ქართველ და გერმანელ ხალხს - გერმანიის წინა ელჩი ამ მეგობრული ურთიერთობის დაზიანებით იყო დაკავებული - არჩილ გორდულაძე

პეტერ ფიშერის წასვლიდან მალევე, საქართველოს ელჩი გერმანიაში პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინ მაიერისგან რწმუნებათა სიგელს მიიღებს, - ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პირველ ოქტომბერს დანიშნულ ელჩს რწმუნებათა სიგელი ხვალ, 10 თვის შემდეგ გადაეცემა.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, "ელჩების აკრედიტაციის"ღონისძიებების ჩამონათვალში ალექსანდრე კარტოზია პირველ ნომრად წერია.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

"ქართული ოცნება" გერმანული მხარისგან სიტუაციის გამოსწორების მცდელობაზე საუბრობს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, გერმანიასა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობა აქვს, რომლის დაზიანებით გერმანიის ყოფილი ელჩი პეტერ ფიშერი იყო დაკავებული.

"გერმანიასა და საქართველოს ისტორიულად კარგი ურთიერთობა აქვს. ამ ურთიერთობის მეთოდური ნგრევით იყო დაკავებული გერმანიის წინა ელჩი, ბატონი პეტერ ფიშერი, რომელსაც ელჩის სახელი ჰქონდა, თორემ სრულად იყო გასული დიპლომატიური ჩარჩოსგან.

მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰყავდეს ელჩი გერმანიაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაფიქსირებული იყოს გერმანიის სახელმწიფოსთან. ამავდროულად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უნდა იყოს ისე, როგორც შეეფერება ქართველ და გერმანელ ხალხს და არა ისე, რასაც პეტერ ფიშერი აკეთებდა. სამწუხაროდ, ის ახალისებდა ძალადობას", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები