22 ივლისი 2026,   15:57
ვრცლად
ვახო სანაია დააკავეს - სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება

ვახო სანაია საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. სამართალდამცველები სანაიას სახლში მას შემდეგ მივიდნენ, რაც სასამართლომ მისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შეურაცხყოფისთვის სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სანაია დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.

სასამართლოს სამართლებრივი რეაგირებისთვის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

დღესვე, სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა ბადრი შუბლაძე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.

დღის ამბები