აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან შეხვედრის შემდეგ, თავის ადმინისტრაციას დაავალა, ამერიკულ ავიაკომპანიებს ლიბანის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელების უფლება მისცეს.
"ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც თავისი ქვეყნის გარდასაქმნელად შთამბეჭდავი სამუშაო გასწია, ჩემს ადმინისტრაციას ვაძლევ მითითებას, ნება დართოს ყველა ამერიკულ ავიაკომპანიას, განახორციელონ პირდაპირი ფრენები ლიბანში, რათა ამერიკელებმა მარტივად შეძლონ ამ ულამაზესი ქვეყნას ეწვიონ. "იმედია, სხვა ქვეყნებიც იმავეს გააკეთებენ. ისიამოვნეთ!" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
სამშაბათს დილით, ორმხრივ შეხვედრამდე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ის და აუნი განიხილავდნენ "კონკრეტულ გეგმებს", თუ როგორ დაეხმარებოდა შეერთებული შტატები ლიბანს "ჰეზბოლას" განდევნაში.