21 ივლისი 2026,   23:30
ვრცლად
ეროვნული ბანკი: 13 პროვაიდერი კომპანია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენისთვის დაჯარიმდა

"რუსთავი 2-ის" მიერ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც შეეხებოდა ეროვნულ ბანკის მიერ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის მიერ ფულის გათეთრების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებს, ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის, ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა.

"საქართველოს ეროვნული ბანკი, საკუთარი მანდატის ფარგლებში, რეგულარულად, რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით ზედამხედველობს რეგულირებულ სუბიექტებს, მათ შორის, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს.

გამოყენებული საზედამხედველო ზომების შესახებ ინფორმაცია სისტემატურადქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე," - ნათქვამია სებ-ის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

 

დღის ამბები