21 ივლისი 2026,   08:03
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, დღეს ბრიტანეთი უფრო ძლიერი და სამართლიანია, ვიდრე ორი წლის წინ იყო" - კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მიიჩნევს, რომ დღეს დიდი ბრიტანეთი გაცილებით ძლიერი და სამართლიანია. კირ სტარმერმა პოსტის დატოვების შემდეგ გლობალურ საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული გარე ზეწოლისა და მოწინააღმდეგეების ფონზე, ქვეყნის სიძლიერის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დაუნინგ სტრიტიდან წასვლის წინ, სტარმერმა ახალ პრემიერ-მინისტრს, ენდი ბერნემს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და განხორციელებული ცვლილებებისთვის ბრიტანელ ხალხს მადლობა გადაუხადა.

"დარწმუნებული ვარ, დღეს ბრიტანეთი უფრო ძლიერი და სამართლიანია, ვიდრე ორი წლის წინ იყო. დღეს ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგეები არაფერზე იხევენ უკან. სწორედ ამიტომ, ამ ზეწოლის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ბრიტანეთის სიძლიერე, რომელიც ჩვენს გარშემოა. ახლა, როდესაც ლიდერობას ენდი ბერნემს გადავცემ, მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას. მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს. ყველა ცვლილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პარტიისთვის მოვახერხეთ, ეკუთვნის თითოეულ ადამიანს, ვინც ამისთვის იბრძოლა", - აღნიშნა კირ სტარმერმა.

შეგახსენებთ, რომ კირ სტარმერის გადადგომის მოთხოვნა დიდი ბრიტანეთის მეფემ უკვე დააკმაყოფილა. მთავრობის ახალ მეთაურად ენდი ბერნემი დამტკიცდა, რომელიც დღეიდან სამთავრობო ცვლილებებსა და ახალი კაბინეტის წევრების დანიშვნას იწყებს.

დღის ამბები