რუსთავში ქომაგები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ და დაძაბული საფეხბურთო წარმოდგენისთვის, რომელსაც "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში გადასცემს, უკვე ემზადებიან.
"რუსთავი 2-ისა" და მერიის ორგანიზებით, იპოდრომის ტერიტორიაზე სპეციალური სივრცეა მოწყობილი. კვების ზონები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ფან ზონები და დიდი ეკრანი - დიდი საფეხბურთო წარმოდგენისთვის ყველაფერი მზად არის.
"გულშემატკივრებისთვის გარემო მართლაც სპორტულია და ფანტასტიკური, რათა უგულშემატკივრონ ფინალურ მატჩს. აქ გვაქვს სხვადასხვა აქტივობები. ამიტომ თამაშამდე მოვუწოდებ თითოეულ რუსთაველს, მობრძანდნენ და ჩაერთონ აქტივობებში. დღეს საინტერესო მატჩი გველოდება, იმედი მაქვს სანახაობრივიც. ჩემი აზრით, იმისკენ მივდივართ, რომ ლიონელ მესი კარიერას დაასრულებს ტრიუმფით და არგენტინა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვებს," - ამბობს რუსთავის მერიის სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი დემეტრაშვილი.