19 ივლისი 2026,   20:33
ვრცლად
იორდანიაში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

იორდანიაში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი დაკარგულია. განცხადებას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

"ორი სამხედრო მოსამსახურე ბრძოლაში დაიღუპა, მაშინ როდესაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა და პარტნიორების ძალები თავს იცავდნენ ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების თავდასხმისგან. დამატებით, ერთი სამხედრო მოსამსახურე უგზოუკვალოდ დაკარგულია. ოთხი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეს სამედიცინო ევაკუაცია განხორციელდა იორდანიის ჰოსპიტლებში. პერსონალი, რომლებსაც მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა, სამსახურში დაბრუნდნენ," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები