17 ივლისი 2026,   16:22
ვრცლად
თურქმენეთთან სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ეკონომიკური კავშირები. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ მზარდია საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა და სავაჭრო მაჩვენებლები - ვახტანგ ცინცაძე

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის ბიზნესფორუმი გახსნეს. 

შეხვედრის ფარგლებში შედგა ორმხრივი ბიზნესშეხვედრები, დაიგეგმა კონკრეტული პროექტები. თურქმენეთის მთავარი ინტერესი კასპიის და შავი ზღვის მარშრუტი, ასევე ლაპის ლაზულის დერეფანია, რომლებიც ქვეყანას ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მზარდი ტენდენცია ორ ქვეყანას 260 მილიარდის ათვისების საშუალებას აძლევს. 

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პარტნიორობა და თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. თურქმენეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ჩვენ თურქმენეთთან სხვადასხვა მიმართულებით გვაკავშირებს ეკონომიკური კავშირები. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მზარდია საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა და სავაჭრო მაჩვენებლები. ასევე, მზარდია ტურისტული ვიზიტები თურქმენეთიდან. მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს თანამშრომლობის, პარტნიორობის გაღრმავებას ბიზნესებს შორის, რაც საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება როგორც საქართველოს, ასევე თურქმენეთის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ეკონომიკურ ზრდაზე", - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

 

 

 

დღის ამბები