16 ივლისი 2026,   19:22
ვრცლად
"თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს გამოცდილების გაზიარებით, რომ ეს ცოდნა ჩვენც გამოვიყენოთ, გვინდა რომ მსხვილი ტურისტული ცენტრები ჩვენთანაც არსებობდეს" - თურქმენეთის პრეზიდენტი

თბილისში საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა გახსნეს.

ფორუმის ფარგლებში, ორმხრივი ბიზნესშეხვედრებიც შედგა. თურქმენული კომპანიების გამოფენაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ თურქმენეთის მრეწველობისა და ექსპორტზე ორიენტირებული სექტორების შესაძლებლობებს.

თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ ის მზარდი ტენდენცია, რაც ბოლო თვეებში ფიქსირდება, ორ ქვეყანას 260 მილიარდის ათვისების საშუალებას აძლევს.

"დღევანდელი ბიზნეს ფორუმი მოგვცემს საშუალებას, გავაუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკური-საინვესტიციო მიმართულებით. საქართველოსა და თურქმენეთის ბიზნეს საზოგადოებას მივმართავ, არსებული მჭიდრო კავშირები კიდევ უფრო განვავითაროთ. ის მზარდი ტენდენცია, რაც ბოლო თვეებში ფიქსირდება, ჩვენს ქვეყნებს 260 მილიარდის ათვისების საშუალებას აძლევს. დარწმუნებული ვარ, დღეს ახალი პარტნიორობა ჩამოყალიბდება. ბიზნესმა შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში. ლოგისტიკის და ინფრასტრუქტურის, ასევე საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის და ტერმინალების განვითარების მიმართულებით. დღეს საუბარი გვაქვს თურქმენული ტერმინალის არსებობაზე საქართველოში, რათა ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდეს და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა წარმატებით განვითარდეს. თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს გამოცდილების გაზიარებით, რომ ეს ცოდნა ჩვენც გამოვიყენოთ, გვინდა რომ მსხვილი ტურისტული ცენტრები ჩვენთანაც არსებობდეს." - განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

დღის ამბები