16 ივლისი 2026,   20:24
ვრცლად
სანიმუშოდ იმუშავა პრევენციულმა ღონისძიებებმა, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საქმეში - შალვა პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე

თელავში მომხდარ სტიქიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ადგილზე პრევენციულმა ღონისძიებებმა ეფექტურად იმუშავა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გაწმენდითი სამუშაოები უმოკლეს ვადაში დასრულდეს და აღდგეს ქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

"სანიმუშოდ იმუშავა პრევენციულმა ღონისძიებებმა. თელავის ხევზე დამონტაჟებულმა სამმა კასკადურმა დამბამ, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო გაწმენდილი და იყო მათ შორის სრულად მუშა მდგომარეობაში, სწორედ მან აიღო ძირითადი დარტყმა და თელავი დაიცვა მძიმე შედეგებისგან.

რაც შეეხება სტიქიის იმ ნაწილს, რომელიც ვერ შეაკავა დამბებმა, საბედნიეროდ, დიდი ზიანი არ არის. იყო ლოკალური ზიანი თელავისა და რამდენიმე სოფლის შემთხვევაში და ამ ზიანის აღმოფხვრა მოხდება.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საქმეში. ფაქტობრივად, 24 საათში ყველა ძირითადი გზა გასუფთავდა და ინფრასტრუქტურა აღდგა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები