16 ივლისი 2026,   23:15
ვრცლად
სამწუხაროა, რომ წინა მთავრობის დროს, ადამიანთა სიცოცხლე სწორედ ფინანსურად იზომებოდა - ზვიად შალამბერიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე

ომით ფულის შოვნის გაცხადებული სურვილი. ნიკა გვარამია უკრაინის ომის ტრაგედიას ფულის საჭრელ მანქანად განიხილავს და ამის პარალელურად, იმასაც ამტკიცებს, რომ უკრაინის აღდგენაში ტრილიონები დაიხარჯება.

"საქართველოს ნგრევის პერსპექტივა და მესიჯი უცხოელი პარტნიორებისადმი" - მმართველ გუნდის განცხადებით, ეს არის ოპოზიციის მესიჯი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ მზად არიან ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყველა პირობას დათანხმდნენ.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გვარამია ამ საკითხით მანიპულირებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, არც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასი არ ღირს არც ერთ მილიარდად და არც ტრილიონად და სამწუხაროა, რომ წინა მთავრობის დროს, ადამიანთა სიცოცხლე სწორედ ფინანსურად იზომებოდა.

"სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები სწორედ იყვნენ 2003-დან 2012 წლამდე ჩვენი ქვეყნის მმართველობის სადავეებში. ჩვენ არაერთი დადასტურებული ფაქტი გვაქვს იმისა, თუ რა ღირდა ამ პერიოდში ადამიანის სიცოცხლე მათთვის და არაერთი საქმეა აღძრული ამ საკითხზე. ასევე, სამწუხაროა ის, რომ ეს რიტორიკა გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაცია, რომლითაც ცდილობენ, რაღაც გავლენა მოახდინონ საქართველოს საზოგადოებაზე და ჩვენს მოსახლეობაზე, რომ თითქოს ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა და ძალიან მკაცრად იცავს მშვიდობიანი პოლიტიკის სახით, იყო მცდარი და დღევანდელ დღეს ამას ამართლებს იმით, თითქოს მილიარდები და ტრილიონები შეიძლებოდა შემოსულიყო საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ჩაერთვებოდა რუსეთის წინააღმდეგ ომში. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასი არ ღირს არც ერთ მილიარდად და არც ტრილიონად. სამწუხაროა, რომ წინა მთავრობის დროს, ადამიანთა სიცოცხლე სწორედ ფინანსურად იზომებოდა", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები