15 ივლისი 2026,   15:07
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება - რუსთავში საჯარო ჩვენებები იმართება

მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება.

ფეხბურთს უყურებენ ყველგან, სადაც "რუსთავი2-ია".

რუსთავში ჩემპიონატის საჯარო ჩვენებები იმართება.

"რუსთავი 2-ისა" და მერიის ორგანიზებით, იპოდრომის ტერიტორიაზე სპეციალური სივრცე მოეწყო. კვების ზონები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ფან ზონები და დიდი ეკრანი.

რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი აცხადებს, რომ რუსთავში სპორტი განსაკუთრებით უყვართ და განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ.

"ეს სივრცე მოწყობილია, "რუსთავი 2-ისა" და რუსთავის მერიის შეთანხმებით.
ერთობლივი პროექტია ეს ყველაფერი. ეს გარემო პირველად არ შეგვიქმნია ჩვენ, რუსთავში ტრადიციული ამბავია ეს. ძალიან ხშირად ვაშუქებთ მატჩებს, გვიყვარს სპორტიც და გულშემატკივრობაც,"- აცხადებს ტატალაშვილი.

დღის ამბები