საფეხბურთო ზეიმი "რუსთავი 2-ზე" - მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს 23:00 საათზე ინგლისი და არგენტინა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩს "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
ინგლისის ნაკრები ტურნირზე დამაჯერებლად გამოიყურება და ფინალისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად იბრძოლებს, თუმცა მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინაა, რომელმაც პლეი-ოფში სტაბილური თამაში აჩვენა. გამარჯვებული ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო დამარცხებული მესამე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება.