15 ივლისი 2026,   22:29
ვრცლად
პოლონეთსა და ევროკომისიას შორის უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტზე დავა მწვავდება

პოლონეთსა და ევროკომისიას შორის უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტზე დავა მწვავდება.

ევროპარლამენტარ ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკის განცხადებით, ბრიუსელი ვარშავას ფინანსური სანქციებით ემუქრება, თუ ის ბაზარს სრულად არ გახსნის. დეპუტატი ევროკომისიას ევროკავშირის წევრის ნაცვლად უკრაინის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შეუზღუდავი იმპორტი ადგილობრივ ფერმერებს აზარალებს.

მისი თქმით, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, პოლონეთმა არა მხოლოდ უნდა შეინარჩუნოს მოქმედი შეზღუდვები, არამედ ომამდელი საიმპორტო კვოტებიც უნდა აღადგინოს.

დღის ამბები