14 ივლისი 2026,   17:22
ვრცლად
გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე მეხანძრე-მაშველებისა და სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2"- ს განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები