14 ივლისი 2026,   17:22
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია "ფორმულა" 10 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია "ფორმულა" "მორალური ზიანის მიყენების გამო" 10 000 ლარით დააჯარიმა.

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ "ფორმულა" ცილისწამებაში დაადანაშაულა.

გოგა ხაინდრავას განცხადებით, "ფორმულას" ეთერში გასული სიუჟეტები დეზინფორმაციულია და არა მარტო პირადად მისი, არამედ სახელმწიფოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

დღის ამბები