14 ივლისი 2026,   17:22
ვრცლად
ესპანეთი-საფრანგეთის შეხვედრა - მერიისა და "რუსთავი 2"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, მოწყობილია გასართობი და კვების ზონები

მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს 23:00 საათზე ესპანეთი-საფრანგეთის შეხვედრა გაიმართება. მატჩს "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ტრანსლაციის ნახვა თბილისის მოქალაქეებს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შეეძლებათ.

მერიისა და "რუსთავი 2"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, მოწყობილია გასართობი და კვების ზონები.

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა საუბრობს, რა დახვდება ადგილზე მისულ მოქალაქეებს.

"დედაქალაქში შესანიშნავი სივრცე გვაქვს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და "რუსთავი 2"-ის თანამშრომლობით რესპუბლიკის მოედანზე გვაქვს საოცარი სივრცე, აქ არის ძალიან დიდი ეკრანი. 19:00 საათიდან იქნება მუსიკალური გაფორმება, dj, ასევე არის სივრცე ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, სადაც შეიძლება ფეხბურთის თამაში, გართობა, კარგი ფოტოები, კვების ზონა, სასმელების ზონა, დასვენების სივრცეა და ბევრი თანამშრომელი ჩართულია ამ პროცესში.

ასე, რომ გელოდებით ყველას, დღეს შესანიშნავი მატჩის მომსწრენი ვიქნებით, ვუგულშემატკივროთ ჩვენს საყვარელ გუნდებს და ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო და სამახსოვრო ღამე გვექნება. ძალიან მაგარი სივრცეა ველოდებით ყველსა, აქ ყველასთვის არის ძალიან კარგი გასართობი სივრცე, მუსიკალური გაფორმებით. ძალიან მაგარი ჩემპიონატი გვაქვს წელს მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ მაყურებელს დაამახსოვრდება ეს ჩემპიონატი", - ამბობს ირაკლი გვილავა. 

 

დღის ამბები