"ნელ-ნელა აღდგა საკომუნიკაციო საშუალებები, წყალიც ნელ-ნელა აღუდგა ქალაქს, ასე რომ ნელ-ნელა სალიკვიდაციო პროცესიც მიდის ისე, როგორც იყო დაგეგმილი" - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი თელავში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საუბრობს.
მისი თქმით, თელავში ყველა ძირითადი ადგილი უკვე დამუშავებულია.
"გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. თელავში, პრინციპში, ძირითადი წერტილები უკვე არის დამუშავებული. დარჩენილია რამდენიმე გარკვეული პროცესი და ესეც ნელ-ნელა გავა ბოლოში. აქ დღეს რაც არის კრიტიკული წერტილები, ეს არის დარჩენილი რამდენიმე სოფელი, სადაც აუცილებელია სწრაფი რეაგირება და სწორედ შემდგომი ნაბიჯები იმისკენ არის გადადგმული, რომ რაც არის დარჩენილი მუნიციპალიტეტის სოფლებში, ეს წერტილებიც იქნას დამუშავებული, კონტროლის ქვეშ აყვანილი და სტიქიის შემდგომი დაზიანებები აღარ გაგრძელდეს და მოსახლეობას აღარ ჰქონდეს ზიანი წყლისგან თუ ა.შ. ნელ-ნელა აღდგა საკომუნიკაციო საშუალებები, წყალიც ნელ-ნელა აღუდგა ქალაქს, ასე, რომ ნელ-ნელა სალიკვიდაციო პროცესიც მიდის ისე, როგორც იყო დაგეგმილი," - აცხადებს ლევან მახაშვილი.