14 ივლისი 2026,   02:16
ვრცლად
დონალდ ტრამპმა, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ კონგრესს ოფიციალურად შეატყობინა - BBC

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად შეატყობინა, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ.

10 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა წერილი მისწერა სენატორ ჩაკ გრასლის, აშშ-ის სენატის დროებით პრეზიდენტს, რათა ეცნობებინა იმ სამხედრო მოქმედებების შესახებ, რომლებიც 7 ივლისს განახლდა.

წერილში ტრამპი ამბობს, რომ დარტყმები თავდაცვითი ხასიათისაა და მიზნად ისახავს "ამერიკელებისა და შეერთებული შტატების ინტერესების დაცვას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ".

ის ამ მოქმედებებს ასევე აღწერს, როგორც შეზღუდულს, ზომიერს, დაგეგმილს და იმგვარად განხორციელებულს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სამოქალაქო მსხვერპლი.

"ამ ანგარიშს წარვადგენ ჩემი იმ ძალისხმევის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს კონგრესის სრულ ინფორმირებულობას, სამხედრო უფლებამოსილების რეზოლუციის შესაბამისად" - აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, აღნიშნული რეზოლუციის თანახმად, პრეზიდენტმა კანონმდებლებს სამხედრო თავდასხმის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა აცნობოს. 

დღის ამბები